"ოცნება" ლავროვისგან ქებას იღებს, რადგან ისინი კრემლის გზავნილებს მიჰყვებიან - გეგელია

26.02.24 21:22
"ოცნება" ლავროვისგან ქებას იღებს, რადგან ისინი კრემლის გზავნილებს მიჰყვებიან - გეგელია

კრემლის ხელწერა საქართველოში - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია "საჯარო პოლიტიკის" ეთერში საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსულ ნარატივში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ოცნება" ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრისგან, სერგეი ლავროვისგან ქება-დიდებას იღებს.

გეგელია მმართველ პარტიას "ყალბს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რუსული გზებით ებრძვიან, რითაც ქვეყანა და ქართველი ხალხი ზარალდება.

ეს ხელისუფლება არის რუსეთის სამსახურში. ისინი პირდაპირ ასრულებენ ლავროვის დავალებას. იღებენ ქებას ლავროვისგან. მათ საგარეო პოლიტიკას ლავროვი აქებს. ისინი მიერთებული არიან კრემლის მესიჯბოქს, მათ გზავნილებს და საქართველო-რუსეთის ომიდან დაწყებული ყველა თემაზე მათ აქვთ რუსული ნარატივები. მათი გზები ოპოზიციასთან დაპირისპირების რუსულია. ჩვენ რასაც დღეს ვებრძვით ამას მარტო "ქართული ოცნება" არ ჰქვია, ჩვენ ვებრძვით სიყალბეს, ბოროტებას", - ამბობს გეგელია.

მსგავსი სიახლეები