ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს

27.02.24 10:47
ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს

ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

ოფიციალური ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ბოტკოველი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოდაბრელიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, იაგო ხვიჩია, თეიმურაზ ჯანაშია. საკრებულოს წევრები: ირაკლი ნადირაძე, სოფიო ჯაფარიძე, სალომე კობალაძე, საბა ბუაძე და ცოტნე კობერიძე.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები