პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოსმენა იგეგმება
პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 28 თებერვალს, 11:00 საათზე დაიწყება.