„ორბი ჯგუფი" უკან არ იხევს - კომპანიის განმარტება ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობაზე

27.02.24 11:39
„ორბი ჯგუფი" უკან არ იხევს - კომპანიის განმარტება ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობაზე

კომპანია „ორბი ჯგუფის“ განმარტება ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობაზე - დეველოპერულ კომპანიაში ამტკიცებენ, რომ კომპლექსის მშენებლობა უნიკალურ კურორტზე ყველა წესის დაცვით დაიწყება.

კომპანიის განცხადებით, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ჩატარდა სამშენებელო მოედნის გეოლოგიური პირობების კვლევაც და დადგინდა, რომ ობიექტის მშენებლობა ბახმაროს საფრთხეს არ უქემნის და არც  ზვავსაშიშ ზონაში იგეგემება.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გენგემით გათვალისწინებული თოვლ-ზვავის ზვავსაშიში ზონის ტერიტორიის შენობა-ნეგებობა არ დაპროექტებულა და არც შენდება. საერთოდ არ არის შემხებლობაში ამ ზონასთან და ყველა იმ ადამიანის ინფორმაცია, რომ თიტქოს ეს შენობა-ნაგებობა ზვავსაშიშ ზონაშია, არის სრული დეზინფორმაცია და სიცრუე. კომპანიამ არა მხოლოდ ვირკინსონს, არამედ 7 საერთაშორისო წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს დაუკვეთა აღნიშნული პროექტი. ყველა კომპანია ჩამოვიყვანებ ბახმაროში იმისთვის, რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო ის ავთენტური სივრცე, რომელიც ბახმაროს გააჩნია, რომ არ ყოფილიყო ისე, რომ დისტანციურად ეკეთებინა ვინმეს პროექტი. კომპანიას არ აქვს რაიმე ინტერესი, რომ დააზიანოს და გაანადგუროს ბახმაროს ლანდშაფტი. ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ ბახმარო თანამედროვე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ვაქციოთ", - ამბობს "ორბი ჯგუფის“ წარმომადგენელი.

ბახმარში "ორბი ჯგუფი" სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, ამ გადაწყვტებას კი დიდი პროტესტი მოყვა. 5000 ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი იმ პეტიციას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხის წინააღმდეგობის მიუეხედავად, "ორბი ჯგუფი" უკან ახევას არ აპირებს და აღნშნულ ფართომასთაბიან მშენებლობას მაინც განახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები