ტაქსის მძღოლები მსვლელობას მართავენ - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები
თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია იმართება - ადამიანები, რომლებიც მუშაობისთვის სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, პროფკავშირებთან ერთად მსვლელობას მართავენ.
მძღოლები "ჰუალინგ პლაზადან" დაიძრებიან და რესპუბლიკის მოედანზე გამართავენ აქციას.
აქციის მონაწილეები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მძღოლები გაზრდილ ტარიფებს და ბასლაინში შესვლის და გამოსვლის უფლების დარეგულირებას ითხოვენ. მათი თქმით, უკონტაქტო პატრული მათ ჯარიმებს უმიზეზოდმ სწორედ ბასლაინიდან მზავრების აყვანის გამო უწერს.