"არაკონსტიტუციური და რისკის შემცველი" - ბუაძე კორუფციის წინააღმდეგ კანონში შესატან ცვლილებებზე

27.02.24 13:34
"არაკონსტიტუციური და რისკის შემცველი" - ბუაძე კორუფციის წინააღმდეგ  კანონში შესატან ცვლილებებზე

არაკონსტიტუციური და რისკის შემცველი, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე კორუფციის წინააღმდეგ  კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციულ ბიუროს პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაციის უფლება მიენიჭება. ოპოზიციის წევრის თქმით, ეს ცვლილება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია იმ გარემოში, სადაც ხელისუფლების მთავარ ამოცანას ოპონენტების დისკრიმინაცია წარმოადგენს.

ბუნებრივია, მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მისი აღჭურვა პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციის ფუნქციით არის როგორც არაკონსტიტუციური, ამავდროულად, ძალიან ბევრი რისკის შემცველი იმ გარემოში, სადაც ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ოპონენტების სხვადასხვა ფორმით შევიწროება და უსამართლო თამაშის წესების დანრგვა, - ამბობს საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები