როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 9 დათქმა - 12 არასამთავრობომ ერთობლივი გეგმა შეიმუშავა
როგორ უნდა შესრულდეს EU-ს 9 დათქმა - 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი გეგმა შეიმუშავა. მესამეს ექტორში ამბობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით პრიორიტეტი სხვადასხვა საკითხს უნდა მიენიჭოს, მათ შორის, საუბარია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, ხელისუფლების გამჭვირვალეობასა და ასევე, მთავრობის მიერ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენაზე, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდებიან. საუბარი შეეხებო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასაც.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხედვა საინტერესო უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციისთვისაც, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციიდან იმ პარტიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირში გაწევრიანებით და პრეზიდენტთან აუცილებლად, - განაცხადეს მესამე სექტორში.