"პრეზიდენტი უნდა მოიქცეს ევროპულად და გაათავისუფლოს სააკაშვილი" - ენმ ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახმეტელის და ვარკეთილის მეტროსთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი იგრო ნარმანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშნელოვანი წინაპირობაა. ოპოზიციის წევრი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, პრობლემის არსი კარგად გაიაზროს და მოიქცეს ისე, როგორც ევროპელს შეეფერება.
დღეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამ ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ მოხდეს კიდევ ერთი ტრაგედია და არ განმეორდეს ის, რაც უკვე ქართველმა ერმა დაუშვა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ეს მზარდი პრობლემა და თუ ის ნამდვილად თვლის ევროპელად, უნდა გადადგას ნაბიჯი და გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი, რადგან ხალხის მოთხოვნა და მოწოდება არის ასეთი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს ამ ხელმოწერებით, რომ მან მყისიერად გაიაზროს არსებული პრობლემა და აუცილებლად, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.