სკანდალში გახვეულმა შავაძემ მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა - "კაცი ვარ კაცური, თქვენი დედაც!"

01.07.21 21:29
სკანდალში გახვეულმა შავაძემ მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა - "კაცი ვარ კაცური, თქვენი დედაც!"

სკანდალში გახვეულმა მოქმედმა ადვოკატმა, პაატა შავაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა: 

ოფიციალურად გაცხადებული მეტ..კე უნდა იყო და  უცებ გახდები უზენაესი სასამართლოს  ენჯეობისათვის სანუკვარი მოსამართლე!! აი, ეს არის ამათი კრიტერიუმი  და ამით  აფასებენ ესენი დღეს პროფესიონალიზმს! ვერ გავხდები მეტ..კე! კაცი ვარ კაცური, თქვენი დედაც!!- დაწერა შავაძემ.

დღეს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პაატა შავაძე, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის იურისტს, გვანცა წულუკიძეს, "გვანცუშკებით" მიმართავდა და დამცინავ ხმოვან შეტყობინებას უგზავნიდა.