"რამე არ აგერიოს!" - ხმაური და დაპირისპირება ცესკოში

27.02.24 15:12
"რამე არ აგერიოს!" - ხმაური და დაპირისპირება ცესკოში

ხმაური და დაპირისპირება ცენტალური საარჩევნო კომისიაში - სხდომაზე ერთმანეთს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი და მისი მოადგილე დაუპირისპირდნენ. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე არ მისულა, თუმცა მწვავე დაპირისპირება იყო. გიორგი სიორიძემ, რომელიც საარჩევნო ადმინიტრაციაში "ლელოს"  წარმომადგენელია, ცესკოს თავამჯომდომარე საარჩევნო ინსტიტუციის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. სიორიძე ფიქრობს, რომ ცესკოს დეპარტამენტებს თავმჯდომარე მისი დაზიანებული და შებღალული რეპუტაციის გამოსასწორებლად იყენებს. 

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, ბატონო გიორგი, ძირითადად თქვენი პირადი პიარ-სამსახურის ფუნქციას ასრულებს და ბარემ ჩაგვეწერა მაშინ, რომ გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის გამოსწორებისთვის არის ან მისი იმიჯის შექმნისთვის არის, - ყთხრა სიორიძემ კალანდაშვილს.

სიორიძის ამ რეპლიკას კალანდაშვილს გაღიზიანება მოჰყვა. 

გამოსასწროებელი ვის რა აქვს? რამე არ აგერიოს!, - უთხრა კალანდარიშვილმა. 

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ კალანდარიშვილს ასევე უთხრა, რომ მასთან დაკავშრებით ცრუ ინფორმაციას ცესკოს ვებგვერდზე არაერთხელ გამოქვეყნებულა, რაზეც თავმდჯომარემ ის ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ცილს მწამებთ! ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ!, - უთხრა კალანდაშირვილს სიორიძეს. 

მსგავსი სიახლეები