ივანიშვილის ელიტური კორუფციის გამო, ადამიანებს უწევთ საკუთარი ოჯახების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა - ანო ბალიაშვილი

27.02.24 15:24
ივანიშვილის ელიტური კორუფციის გამო, ადამიანებს უწევთ საკუთარი ოჯახების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა -  ანო ბალიაშვილი

“გორში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ცხოვრობს მშრომელი ხალხი, მაგრამ ივანიშვილის ელიტური კორუფციის გამო, ამ ადამიანებს უწევთ საკუთარი ოჯახების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა - ამის შესახებ გორის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანო ბალიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გორის მუნიციპალიტეტში არის აუთვისებელი რესურსები, რომელსაც ხელისუფლება არ იყენებს: "ოქტომბერში, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი რეგიონის მთავარი რესურსები დაუბრუნდება ქართველ ხალხს.” - გაანცხადა დეპუტატმა. 

“გეტყვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შემცირდა 120 ათასამდე .არადა 5-10 წლის წინ 150 ათასამდე იყო ამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა.ამის მიზეზი რა არის ? ამის მიზეზი არის სიღარიბე,ემიგრაცია ,ოჯახი აღარ დარჩა ,რომელსაც ემიგრანტი არ ჰყავს და ყველამ კარგად ვიცით ,რომ საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად ქალები,დედები,ბებიები მასობრივად მიდიან და დღესაც გრძელდება ემიგრაციის ეს ტალღა.
სინამდვილეში გორში ცხოვრობს ძალიან მშრომელი ხალხი  ისევე,როგორც ყველგან მთელს საქართველოში და განსაკუთრებით შიდა ქართლში.აქ ადამიანებს არ ეზარებათ შრომა,მაგრამ ელიტური კორუფცია არის მთავარი მიზეზი და ის ერთეულები,რომლებიც არიან შემოკრებულები “ქართული ოცნების”გარშემო და ივანიშვილის პარტიის დამფინანსებლები და სარგებლის მიმღებები არიან და ამ ადამიანებს აქვთ მთელი სიკეთეები და  რესურსები ჩაგდებული ხელში.სინამდვილეში გამოსავალი რა არის ? გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ,რამდენიმე ტერიტორია და მათ შორის შენობა-ნაგებობები ,რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ,რომ ინვესტორებს შევთავაზოთ საერთაშორისო ცნობილ ბრენდებს შეღავათიან პირობებში ,რომ ჩამოვიდნენ ინვესტიცია დააბანდონ ,ადგილობრივები დაასაქმონ და ის ასეულობით ქალი,რომელიც უნდა მუშაობდეს აქ დარჩნენ . 
ასევე რესურსი გორის მუნიციპალიტეტში ეს არის ატენის ხეობა ,ეს არის ტურიზმი,საოჯახო მარნები საერთოდ არ არის ხელშეწყობილი ხელისუფლების მხრიდან და ატენის ღვინო,რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ,სავიზიტო ბარათი უნდა იყოს დღეს ჩვენი რეგიონისთვის და ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე უნდა ოპერირებდეს საერთოდ არ არის შემოსავლის წყარო რიგითი მეღვინისთვის,რომელიც ცხოვრობს ატენის ხეობაში .
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ,ახალგაზრდები,რომლებიც სამწუხაროდ ვერ პოულობენ დასაქმების ადგილს არიან მოკლებულები ამ შესაძლებლობას სწორედ იმიტომ,რომ ივანიშვილის პარტიას ხელში აქვს ჩაგდებული მთელი რესურსი კორუფცია იმდენად არის აყვავებული ჩვენს რეგიონში ,რომ რიგითი ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი არაფერი.ასე ,რომ მე დიდი იმედი მაქვს მას შემდეგ ,ოქტომბერში ,როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ხალხი გაიმარჯვებს ჩვენი რეგიონის მთავარი რესურსები დაუბრუნდება ქართველ ხალხს.” - განაცხადა ანო ბალიაშვილმა

 

მსგავსი სიახლეები