სტოლტენბერგი: NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს

27.02.24 15:57
სტოლტენბერგი: NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. როგორც სტოლტენბერგი ამბობს, უკრაინას NATO-ს მოკავშირეები ეხმარებიან.

NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი მხარდაჭერა გავზარდეთ, თუმცა უკრაინაში NATO ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ეს არის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას, რა თქმა უნდა, თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ამ უფლების დაცვაში მათ მხარი დავუჭიროთ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები