შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი - რა პრობლემები წამოჭრეს და განიხილეს "ლელოსთან" დარგის ექსპერტებმა
შეხვედრა პარლამენტში - პარტია "ლელო" შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უფლებადამცველებთან კინოლოგიური და ვეტერინარული დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.
ოპოზიციასთან შეხვედრაზე სფეროს წარმომადგენლებმა "ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არსებულ ბუნდოვან რეგულაციებზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ამ ინციატივაში ბევრი გაუგებარი შეზღუდვაა. პრობლემაა ისიც, რომ ინიციატივა ვერც მიუსაფარი ცხოველების პრობლემას აგვარებს.
დღეს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში კარგად არ არის გააზრებული ის ფორმულირება, რომელიც მოცემულია კანონპროექტში და საჭიროებს სერიოზულ და სიღრმისეულ დისკუსიას იმაზე, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევა გვინდა ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებას იმისთვის, რომ როგორც ცხოველების ისე ცხოველთა მოყვარულების, ასევე დანარჩენი საზოგადოების ინტერესები იყოს სწორად დაბალანსებული", - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ კანონპროექტში არის რიგი ჩანაწერი, რომელიც ადამიანის უფლებების რიგ დარღვევებს გულისხმობს და ამასთან დაკავსირებით "ვიკიპეტი" აპირებს მიმართოს როგორც სახალხო დამცველს, ისე სხვა უწყებებსაც და მეტიც, თუ შესაბამისი გამოხმაურება არ მოჰყვება, აპირებს სტრასბურგშიც იდაოს.
მომატებული რისკის ჯიშის ძაღლები, ყოველი შემთხვევისთის, თუ ვინმეს ენდომება, უნდა წარადგინოს ცნობა ნარკოლოგიურიდან, ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ადამიანის პირდაპირი უფლებების დარღვევაა, მაგალითად რა უფლებით ვართმევთ უფლებას მსჯავრგამოვლილ ადამიანს, რომ ჰყავდეს ძაღლი? ამ საკითხზე "ვიკიპეტი" აპირებს, რომ მიმართოს სახალხო დამცველს და შესაბამის ორგანიზაციებს. აგრეთვე ვგეგმავთ მივმართოთ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც, თუ არ იქნება გამოხმაურება, მათ შორის სტრასბურგს", - ამბობს "ვიკიპეტის" წარმომადგენელი.
მიუსაფარი ძაღლების სასტიკ მოპყრობაზე საუბრობენ შინაურ ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობი. მათი თქმით, კახეთში მიუსაფარი ძაღლების 80 % სრულად განადგურებულია.
წვიმიანი ამინდი იყო, კეტის დარტყმის ხმა ისმოდაოდა აგრეთვე ბევრი ძაღლის წკავწკავი და რომელიც არ ჩუდმებოდა თომით გააჩუმესო. ვინ იყო მანდ, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, მაგრამ, ფაქტია, რომ მთელი კახეთის მასშტაბით მიუსაფარი ძაღლები აღარ არსებობს და მისი 80 % კახეთის რეგიონში არის განადგურებული", - ამბობს უფლებადამცველი.
ახლა მთავარი კითხვაა, მისცემს თუ არა "ოცნება" ამ ადამიანებს - შინაურ ცხოველთა უფლებადამცველებს, ვეტერინარებს, კინოლოგებს საშუალებას, რომ საკომიტეტო განხილვაში მიიღონ მონაწილეობა და სხდომებს დაესწრონ.
დღეს ონლაინ ივენთიც იმართება, სადაც შინაური ცხოველების უფლებამდაცვლები და დარგის ექსპერტები იმსჯელებენ იმ ე.წ. დანაღმულ მუხლებზე, რომელიც ამ კანონპროექტშია.
დარგის ექსპერტებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია კანონის 25-ე მუხლი, რომელიც ცხოველის ევთანაზიას გულისხმობს.
კანონი ზღუდავს საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლას. მეოთხე და ყოველი შემდეგი შინაურის ყოლისთვის საჭიროა მეზობლების უმრავლესობის თანხმობა. გამონაკლისია 2 თვემდე კნუტებისა და ლეკვების ყოლაზე.
გარდა ამისა, 18 წლამდე ადამიანს ეკრძალება ჰყავდეს "მომეტებული რისკის" ჯიშის ძაღლი. პატრონმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს დამატებითი ცნობები შესაბამისი სასწავლო კურსის გავლაზე, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური ცნობა.