რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის - შეიქმნება თუ არა საქართველოში საწვავის დეფიციტი?

27.02.24 17:19
რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის - შეიქმნება თუ არა საქართველოში საწვავის დეფიციტი?

შეიქმნება თუ არა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი?  - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ "რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის".

კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი "ტვ პირველთან" საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორის, რუსეთის ფედერაციის ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას ეხმიანება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოში ბენზინზე ფასებმა მოიმატოს: 

რაც შეეხება დეფიციტის შესაძლო შექმნას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძარვანელი ამას ფაქტობრივად გამორიცხავს. 

რუსეთი მაინც და მაინც სანდო პარტნიორი არ არის. ეს მან არამარტო ჩვენთან ურთიერთობაში დაამტკიცა. ამას პირველად არ აკეთებს და ჩვენ ვსარგებლობთ სანამ შეიძლება გამოყენება. რატომ მაინც და მაინც რუსეთი? - ახლანდელ არსებულ ფასთან შედარებით შეიძლება, ცოტა მოიმატოს, მეტი არაფერი. ეს მაძლევს იმის სრულუფლებიან გარანტიას, რომ ჩვენთან დეფიციტი არასდროს შეიქმნება. ჩვენ გეოგრაფიული მდებარეობა გაგვაქვს ასეთი, გადაწყობის პრობლემა ჩვენ იმპორტიორებს არ აქვთ ა არც ექნებათ. არ მოგვცემს? - ხვალვე დაიწყება შემოტანა, ევროპული კავშირები არავის გაუწყვეტია"- ამბობს  ვახტანგ იობაშვილი.

რუსეთი  ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები სწორედ რუსეთიდან შემოდის. 

  • მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ 80.3 მლნ დოლარის ღირებულების 98 944 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 46.1% სწორედ რუსულ ნავთობზე მოდიოდა. 

 ასევე ნახეთ: საქართველოში ბენზინის გაძვირების მოლოდინში

"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ბაზარი სრულად რუსულს მიაბა.   საქართველოს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ რუსეთზე არჩევენი დაბალი ფასის გამო გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები