ჯეიმს აპატურაი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

02.07.21 10:02
ჯეიმს აპატურაი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. ჯეიმს აპატურაი დღეს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენმტის თავმჯდომარეს შეხვდება, შხვედრების შემდეგ კი სავარაუდოდ, მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. 

ეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ჯეიმს აპატურაის ბოლო ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და რეფორმების ხელშეწყობაა.
 

მსგავსი სიახლეები