ნაცები, ქოცები, ყოფილი ნაცები და ყოფილი ქოცები - ოპოზიციის კონფიგურაცია წინასაარჩევნოდ

27.02.24 20:26
ნაცები, ქოცები, ყოფილი ნაცები და ყოფილი ქოცები - ოპოზიციის კონფიგურაცია წინასაარჩევნოდ

 

 

ოპოზიციის გადალაგების კონფიგურაცია წინასაარჩევნოდ - ნაცები, ქოცები, ყოფილი ნაცები და ყოფილი ქოცები. ყოფილი სახალხო დამცველი ოპოზიციას სწორედ ამ პრინციპით  გადალაგებას ურჩევს. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ თუ პოლიტიკურ ველზე პარტიები დამოუკიდებლად იმოქმედებენ, ოპოზიციური ხმები დაიკარგება და ის "ქართული ოცნების" ყულაბაში აღმოჩნდება. ექსომბუდსმენის თქმით, ახლა ყველას ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, რომ არცერთი პატარა პარტია პარლამენტს მიღმა არ დარჩეს. 

ვის აწყობს წინასაარჩევნოდ დაჯგუფების ეს ფორმა? პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანების იდეა მისაღებია, თუმცა ამ პრინციპით არა. ყოფილ ნაცებად და ქოცებად დაყოფა ოპოზიციური ლიდერების ნაწილისთვის არის წარსულში დაბრუნების მცდელობა, ეს კი პოლიტიკურად არამომგებიანი ნაბიჯია. ამიტომ, პარტიებში ფიქრობენ, რომ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ძალები ამისთვის მზად იქნებიან. არსებობენ ისეთებიც, ვინც არცერთ ძალასთან არანარი თანამშრომლობას არ განიხილავს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები