დაანონსებულია ახალი პოლიტიკური რეპრესიები - "ოცნება" ანტიკორუფციულ ბიუროს პარტიების ლიკვიდაციის უფლებას აძლევს

27.02.24 20:38
დაანონსებულია ახალი პოლიტიკური რეპრესიები - "ოცნება" ანტიკორუფციულ ბიუროს პარტიების ლიკვიდაციის უფლებას აძლევს

 

 

ახალი პოლიტიკური რეპრესიები დაანონსებულია. "ოცნება" ანტიკორუფციულ ბიუროს პარტიების ლიკვიდაციის უფლებას აძლევს. თუ  რომელიმე პარტია ფინანსურ დეკლარაციას არ შეავსებს, ან  ვადებს დაარღვევს, მის წინააღმდეგ სადამსჯელო  ღონისძიებები ამოქმედდება. ამას კი რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო გააკეთებს, რომელსაც "ოცნება", რეალურად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებაზე, მოქმედებაზე სამოქალაქო სექტორი გადადის. 12 არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებულია, მთავრობას შეახსენოს, რა  უნდა გაკეთდეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად. სასამართლო რეფორმის გარდა, ევროინტეგრაციის გზაზე  კიდევ ერთი მთავარი პრობლემა  სწორედ უფუნქციო ანტიკორუფიული ბიუროა, რომლის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია.  

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები