რატომ არ შემოუშვეს საქართველოში? - პუტინის მოწინააღმდეგე ივანცოვი სამართლებრივ დავას აანონსებს
რუსი აქტივისტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - პირველი ინტერვიუ პუტინის მოწინააღმდეგე მაქსიმ ივანცოვთან, რომელსაც საქართველოს საზღვარი ჩაუკეტეს და ყოველგვარი განმარტებების გარეშე ქვეყანა დაატოვებინეს. ერთადერთი მიზეზი, რასაც თავად სამოქალაქო აქტივისტი მისი ქვეყნიდან გაძევებას უკავშირებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერაა.
ივანცოვი სხვადახვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერებს აგროვდება. სწორედ ამის გამო პუტინის რეპრესიები მას საქართველოში დაეწია. მას შემდეგ, რაც საზღვრის გადაკვეთაზე უარი მიიღო, სამოქალაქო აქტივისტი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამ შემთხვევაში, ის კანონით მიგრანტთა გადამანაწილებელში უნდა გადაეყვანათ, თუმცა ამის ნაცვლად ივანცოვი ჯერ საზღვარზე ოთახში გამოკეტეს, შემდეგ დეპორტაციით ემუქრებოდნენ, ბოლოს კი ქვეყანა დაატოვებინეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.