ნინო გიორგობიანი შსს-ში დაბრუნდა და გომელაურის მრჩევლად დაინიშნა
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა. გიორგობიანის მრჩევლის პოზიციაზე დანიშვნას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
გიორგობიანს მინისტრისთვის რჩევების მიცემა მედიის მიმართულებით ევალება.
მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატკომის უფროსობამდე, ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავება.