მკვლელობა რუსთავში - დაკავებულია ერთი პირი

27.02.24 20:13
მკვლელობა რუსთავში - დაკავებულია ერთი პირი

მკვლელობა რუსთავში - ბრალდებული სამართალდამცველებმა სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 40 წლის კაცი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩაცხრილეს. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ირკვევა, რომ დაკავებულსა და მოკლულის ნათესავს შორის კონფლიქტი  წლების განმავლობაში გრძელდებოდა.  მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ფატიმა შაინბაზოვს  მეზობელმა გაზი ჩაუკეტა, რის გამოც ქალმა დახმარება ახლობელს სთხოვა. საქმის მოსაგვარებლად მისულ ვეფხვია მაისურაძეს კი ბრალდებულმა ერთი ტყვია ყელის არეში ესროლა. კაცი სისხლისგან დაიცალა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები