ვიაროთ ცალ-ცალკე მდინარედ და იმედია, რომ ზღვაში ერთად სადმე შევხვდებით - უგულავა მელია-გვარამიას
„მათ ყველამ აირჩიეს სხვადასხვა მდინარე, ეს ლეგიტიმური უფლებაა, მე მესმის ადამიანურად, მე ეს გზა გამივლია, ვთვლი, რომ ეს არის უდროო დროს, ეს არის არასწორი ახლა“, - ასე აფასებს გიგი უგულავა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას, რომ ენმ-სგან დამოუკიდებლად იმოქმედონ.
უგულავა „რეაქციაში“ ამბობს, რომ კოალიცია მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების დაკვეთა ესაა.
მიხეილ სააკაშვილი უკანონო, უსინდისო პატიმრობაშია და ჩემს ადამიანურ მოვალეობად მიმაჩნია, რომ მის გვერდზე ვიყო.
დღეს ციხეშია და კლავენ და ციხეში მყოფი ადამიანისგან წასვლა და გუბერნატორიდან მზე და მთვარე რომ არის, ერთი და იგივეა?
ნიკა მელიას ყველაზე ნაკლებად ვეუბნები, მელია პარტიიდან ლამის გააგდეს. ყველაზე მაქვს ლაპარაკი. (გვარამია-მელია) რახან ამათ პარტიის გაკეთება გადაწყვიტეს - მე ორივესთან რომ დავასრულე ლაპარაკი იყო, ვიაროთ მეგობრებო ცალ-ცალკე მდინარედ და იმედია, რომ ზღვაში ერთად სადმე შევხვდებით, მათ ყველამ აირჩიეს სხვადასხვა მდინარე, ეს ლეგიტიმური უფლებაა, მე მესმის ადამიანურად, მე ეს გზა გამივლია, ვთვლი, რომ ეს არის უდროო დროს, ეს არის არასწორი ახლა და რაც მთავარია, ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა, რაც არის საერთო ენის გამონახვა,“ - ამბობს უგულავა.