უგულავა: არ გამოვრიცხავ, რომ პენალტი დაარტყას "ოცნებამ" და ბარიერი დაწიოს
გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს - ამის შესახებ პოლიტიკოსმა „რეაქციაში“ ისაუბრა. უგულავას თქმით, „ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის თვალში იმიჯის გამოსასწორებლად მიიღოს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შექმნის კოალიციას, უგულავა ამბობს, რომ კოალიციაში იქნებიან ისინი, ვინც ბარიერს გადალახავენ და მთავარი მიზანი იქნება, რომ ქვეყანამ ევროპისკენ სვლა გააგრძელოს.
ეს გადალაგება აუცილებლად მოხდება. თეორიულად იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ უცბად, პენალტი დაარტყას ოცნებამ და ბარიერი დაწიოს - დასავლეთისთვის კუდის საქიცინოთ ან დაითვალეს...
ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა - პირველი, ვინც გადალახავს, მეორე, ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც - ერთი, ის, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ძალაუფლებას, იმისთვის, რომ მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა,“ - ამბობს უგულავა.