უნდა ჰყავდეს თუ არა პარტიებს პრემიერობის კანდიდატები ცალ-ცალკე და რა როლი შეუძლია ითამაშოს პრეზიდენტს - უგულავას პოზიცია
იყოს შეჯიბრობითობა პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებზე პარტიებს შორის და შეჯერდნენ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებზე - ამ წინადადებით გიგი უგულავა გამოდის.
"რეაქციაში" უგულავა ამბობს, რომ პარტიებს თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის მონახაზი უნდა ჰქონდეს წინასაარჩევნოდ. თუმცა, აქვე უგულავა პრეზიდენტის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიები შეჯერდნენ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებზე, როგორიცაა ცესკოს თავმჯდომარე, სებ-ი.
რაც შეეხება კოალიციურ მთავრობაში პრემიერობის კანდიდატს, როგორც უგულავა ამბობს, ის, რომ ენმ-ს არ ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი, ეს არასწორია. უგულავას თქმით, შეიძლება პარტიამ კანდიდატი დაასახელოს, თუმცა, შემდეგ შეთანხმება სხვა პირზე მოხდეს.
რატომ უშლის ნაციონალური მოძრაობა სხვა პარტიებს ხელს იმაში, რომ ისინი გაერთიანდნენ, ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩემი აზრით, დიდ პარტიას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი და მონახაზი ჩრდილოვანი კაბინეტის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იყო გახსნილი თანამშრომლობისთვის. მთავარი ამოცანა მარტივად დგას - 76 მედგარი დეპუტატი ჰყავდეს ოპოზიციას, რომელიც არ გატყდება და შეჯერებულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს და ძალაუფლებას წაართმევს ბიძინა ივანიშვილს.
ნაციონალური მოძრაობის არ იქნება, ნუ იქნება - ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატი არ ჰყავდეს, მაგრამ მერე ვინც როგორ შეჯერდება, იმაზე შეჯერდება, ენმ მოქნილი იყო ნებისმიერ ფორმაციაში. ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავ პრობლემას.
ჩემი აზრით, აქ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს შეასრილოს კარგი როლი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის საკითხია გადასაწყვეტი. რა ფუნქცია უნდა შეასრულოს - იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება და პარტიულ შეჯიბრს - პარტიები იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ, ერთი ეტაპია, შეჯიბრებითობა და თანამშრომლობა. შეეჯიბრონ პარტიები ერთმანეთს, ჰყავდეს თავთავისი კანდიდატი, მაგრამ არსებობს ისეტი რამეები, რაშიც შეჯიბრი არ უნდა მოხდეს, მაგალითად, შევჯერდეთ და ეს პროცესი აიღოს სალომე ზურაბიშვილმა, ნინო ლომჯარიამ - შევარჩიოთ, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, უზეანესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, სებ-ის თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარე - ვინ უნდა ააფეთქოს, გამოდის და ასეთ არასერიოზულ კაცს აბარია ქვეყნის ბედი, ამის ხელმოწერა უნდა იყოს არჩევნებზე, მასხარა რატომ არის - იმიტომ, რომ საზოგადოებრივი რეპუტაცია არ აქვს... სალომემ ჩაიბას ეს თემა, პარტიები ერთადაც კი ვერ დაჯდნენ, ცალ-ცალკე ხვდება, ამაზე უფრო სასოწარკვეთილი სცენა, ყვავილის ფონზე ინტერვიუებს რომ აძლევენ, გული მისკდება, ერთადაც ვერ ჯდებიან. შეეჯიბრონ თავისი მინისტრობის კანდიდატებით, ხალხი ნახავს - ამაში იყოს შეჯიბრი და ამაში იყოს შეჯერება," - ამბობს უგულავა.