შავპიარული კამპანია არაეფექტური აღმოჩნდა - უსუფაშვილი "ოცნების" მხრიდან "ლელოზე" თავდასხმაზე
რატომ გახდა "ლელო" მმართველი პარტიის სამიზნე - როგორც დეპუტატი დავით უსუფაშვილი ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" თავიანთი შიდა კვლევებითვე იცის, რომ "ლელოს" რეიტინგი და მხარდაჭერა იზრდება და აღარ მუშაობს მოსახლეობაზე მათი ტექნიკა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფია.
ამ არჩევნების წინ „ლელომ“ აკრიფა ის ტემპი და იმ მიზანთან ძალიან ახლოსაა, რაც ჩვენი შექმნის რეჟიმში განვაცხადეთ, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ არა ძველი ხელისუფლების დაბრუნების ფონზე, ამ პროცესში ჩვენ ვართ ხელისუფლების უხერხული მოწინააღმდეგე - 12 წელია, მათ უკვე მამაო ჩვენოსავით დაიზეპირეს და ამომრჩეველს ჩაუდეს თავში, რომ ნაციონალური მოძრაობა ცუდია და მათზე ცოტათი კარგი ვართ - ამიტომ ცდილობდნენ ყველა ოპოზიცური ძალა გამოეცხადებინათ ნაციონალური მოძრაობის სატელიტად, ლელოს მიმართაც ამას აკეთებდნენ, მაგრამ მათივე კვლევები აჩვენებს, რომ ეს აღარ მუშაობს, მოსახლეობა მხოლოდ ივანიშვილს არ უსმენს. ეს შავპიარული კამპანია აღმოჩნდა არაეფექტური, სრულიად აშკარაა გარღვევა ამ ფლანგზე, რომ ესენი უნდა შეიცვალონ ძველის მობრუნების გარეშე.
მეორე, „ლელომ“ კვალიფიციურად და არა ტრადიციულ კამათში ახსნა, რატომ არის ეს ხელისუფლება რუსული, იმიტომ, რომ მათი მეთოდები, საქმიანობის წესი, მათი დამოკიდებულება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი, მათი დამოკიდებულება სამყაროსადმი, მათი დამოკიდებულება უკრაინაში შეჭრილი რუსეთისადმი და მსხვერპლი უკრაინისადმი და დამოკიდებულება იმისადმი, თუ რისთვის არიან ხელისუფლებაში - ეს არის ყველაზე ახლოს რუსულ-ბელორუსულ მოდელთან, ეს უთხარით მოსახლეობას და ამის გამო არიან შეშფოთებულები,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.