"ცოტა ადრეა" - უსუფაშვილი პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე
"ცოტა ადრეა ამ ყველაფერზე საგნობრივი საუბარი" - ასე პასუხობს „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„რეაქციაში“ უსუფაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფება ნაადრევია. როგორც დეპუტატი ამბობს, ამ ეტაპზე „ლელოს“ მიზანია, რომ უფრო გაძლიერდეს.
პირდაპირ გეტყვით - სუსტი „ლელო“ არც ამომრჩეველს აინტერესებს და არც პარტნიორს, რომ სერიოზულად დაგელაპარაკოს. თუ პოლიტიკური პარტია ლელო არ არის ძლიერი და იმ გზაზე მდგარი „ლელო“ ვძლიერდებით ყოველდღე და გავძლიერდებით, თუ ძლიერი მოთამაშე არ ხარ, ან პარტნიორად ვის რაში სჭირდები, ან შენთან ვინ მოვა პარტნიორად, ან მოქალაქე როგორ უნდა წამოვიდეს, 27 ცალი სუსტი რომ დავდგეთ ერთად, ამით რამე მიიღება? ამდენი დროის და ენერგიის ხარჯვა, ამდენი ახალ-ახალი დაყოფები და მერე წვალება, რომ როგორ შევერთდეთ, ცვენ ლელო 5 წლის წინ გავერთიანდით, რამდენი ჯგუფის კონტურებს ხედავთ, რამდენი სხვადასხვა მხრიდან მოსული ხალხი დავდექით ერთად, ანუ გაერთიანება შეგვიძლია თურმე.
ამ არჩევნებში საარჩევნო ბლოკები, პარტიების გაერთიანებები არ არსებობს და ყველაფერი გადაწყდება არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე და ეს ძლიერება რაშია საქმე - ოპონენტთან კინკლაობით კი არა, მოსახლეობასთან დიალოგით," - ამბობს უსუფაშვილი.