გრძნობს თქვენი მთავრობა რუსეთიდან წნეხს? - რას ამბობს პრეზიდენტი Sky News-თან ინტერვიუში რუსეთზე და იმპიჩმენტზე
ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იცხოვრო იმპერიის გვერდით, - ასე პასუხობს საქართველოს პრეხზიდენტი Sky News-ის შეკითხვას, გრძნობს თუ არა მთავრობა რუსეთიდან წნეხს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა რუსეთის მხრიდან მსგავსს მდგომარეობაში არიან. მისი თქმით, ორივე ქვეყანამ ერთნაირი გზა გაიარა და ახლა ორივე ქვეყნისთვის ევროინტგერაცია მნიშვნელობვანი პერპსექტივაა.
თითქმის პარალელური ისტორიები გვქონდა: მე-19 საუკუნის იმპერიალისტური რუსეთი, მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთი, გვქონდა შემოსევები, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. ასე რომ, ჩვენ ერთ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა, - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი მის იმპიჩმენტზეც საუბრობს და ამბობს, რომ იმპიჩმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, გასული წლის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენა ქვეყნისთის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.
იმპიჩმენტი არ მოხდა. ეს არ იყო წარმატებული. გასულ წელს მიღებული რეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა - ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომელმაც ნამდვილად მტკიცედ წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით, საითაც მიდიოდა საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, - თქვა ზურაბიშვილმა.