ანგარიშები და სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტის ხარჯთაღრიცხვა - რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო

28.02.24 11:29
ანგარიშები და სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტის ხარჯთაღრიცხვა - რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო

"ოცნების" მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგეგების ნაცვლად რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ფინანსების შემოწმებას გეგმავს. ანგარიშები, გადახდის ქვითრები, შემოსავლები და სუპერ მარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც კი - ყველაფერი კუპრაშვილს უნდა წარუდგინონ.  სიაში ის პოლიტიკოსები არიან, ვისი ქონების წარმომავლობის დადგენის მოთხოვნითაც ბიუროს ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა მოითხოვა“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კი დავით ჩიხელიძეა - სუსთან დაახლოებული და "ოცნების"   პროპაგანდისტი ე .წ ექპსერტი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მათ შევიწროებას ემსახურება. 

მომთხოვეს ხელფასის ცნობა. გეგონება, საკრებულო, მერია და მათი დანაყოფები, არ შეეძლოთ პირდაპირ გამოითხოვონ ეს ინფორმაცია. ასევე მთხოვენ, სესხი მაქვს ერთ-ერთ ბანკში და სესხის ხელშეკრულებას და ყველაზე მთავარი და საინტერესო რაც არის ალბათ, მთხოვენ წლიურ ანგარიშსწორებას ანუ რომელ მარკეტში, სად პური ვიყიდე, სად კარაქი ვიყიდე, აფთიაქში რა წამალი ვიყიდე, ყველაფერი დეტალურად რომ ნახონ. ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ დაანახონ საზოგადოებას, ვითომდა ანტიკორუფციული ბიურო მუშაობს, არადა, ეს უწყება, ეს სამსახური დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების კორუფციული სკანდალები მიჩქმალოს, - ამბობს ენმ -ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 

ოპოზიციის ნაწილი მზადაა ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროს გადაუგზავნოს, ხოლო  მეორე ნაწილი აღნიშნულ უწყებასთან თანამშრომლობას არ გეგმავს. 

მე არანაირი პრბლემა არ მაქვს, შეუძლიათ, რომ შეამოწმონ ჩემი დეკლარაცია რამდენჯერაც უნდათ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, აქამდეც არაერთხელ აქვთ შემოწმებული, მაგრამ თავისთავად ის, რომ როედსაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უკიდურესად დიდი გამოწვევა მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით და ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ უნდა შეამოწმოს ოპოზიციის დეკლარაციები, ეს იმას აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ბუტაფორული წრამონაქმნია და ხელისუფლების სამსახურშ მყოფი მორიგი უწყება, რომელსაც არანაირი რეალური დღის წესრიგი არ ამქვს კორუფციასთან ბრძოლის, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები