მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა Tass ავრცელებს.
მამულაშვილზე გამოცხადებულია ფედერალური და საერთაშორისო ძებნა, - უთხრეს რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიას.
რუსეთი მამულაშვილს ბრალად სდებს დაქირავებულ საქმიანობასა და სიძულვილის გაღვივებას მედიის გამოყენებით.
რუსეთმა მამუკა მამულაშვილზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა