რობინ დანიგანი პარლამენტშია - რა კითხვები აქვს ელჩთან ოპოზიციას?

28.02.24 11:54
რობინ დანიგანი პარლამენტშია - რა კითხვები აქვს ელჩთან ოპოზიციას?

ამერიკის ელჩი პარლამენტშია. რობინ დანიგანი დეპუტატებს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შეხვდება. ეს ამ ფორმატში ამერიკელი დიპლომატის და დეპუტატების პირველი შეხვედრაა. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც. შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარეც.

რობინ დანიგანისგან დეპუტატები ელოდებიან საუბარს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორების შესახებ, ის, თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ და როგორია ამერიკის საგარეო პოლიტიკა. ელჩის სიტყვის გამოსვლის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართება, რაც, როგორც წესი, მედიისთვის დახურული იქნება.

ოპოზიციას დანიგანისგან აინტერესებთ, როგორ შეუძლია აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით პოლიტიკა შერბილებული აქვს, ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ "ოცნება" აღნიშნულ პოლიტიკას გააგრძელებს. 

სამწუხარო ის არის, რომ ის გამოდის პარლამენტში, სადაც უმრავლესობა ეკუთვნის რუსეთისგან მართულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, პირველ რიგში დემოკრატიის, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მხარდაჭერის გამო, ამიტომ ჩემი შეკითხვები მასთან შეეხება სწორედ მოახლოებულ არჩევნებს. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ეს არის პრიორიტეტი ჩვენი პარტნიორისთვის და საინტერესოა, ის როგორ აფასებს საქართელოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკანასკნელ დღეებში, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.  

დანიგანის მოხსენების შესახებ "ქართულ ოცნებას" წინასწარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

მსგავსი სიახლეები