სენაკზე მუსიკალურ კლიპში, რომლისთვისაც 89 680 ლარი დაიხარჯება, "ღამის შოუს" ბენდი მიიღებს მონაწილეობას - TI
სენაკზე მუსიკალური კლიპის გადასაღებად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს და წერს, რომ კლიპის მუსიკალურ ნაწილში ტელეკომპანია "იმედისა" და "ღამის შოუს" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ორგანიზაციის ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტმა კლიპის გადაღების მომსახურება გამარტივებული წესით 2023 წლის 25 დეკემბერს, შპს "20 Steps Production"-ისგან შეიძინა. ირკვევა, რომ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ვლადიმერ კაჭარავაა.
კლიპის მუსიკალური მხარის ხარჯები ასე ნაწილდება:
ზვიად ბლიაძე - იდეა ტექსტი - 5 000 ლარი
გელა გნოლიძე - მუსიკა - 3 000
ზაზა ხუბუკელაშვილი - არანჟირება - 3 000
გიორგი გაბუნია - პროდიუსერი - 3 500
ჯიმო აბესაძე - კოორდინატორი - 3 500
აჩიკო ბერიძე - მომღერალი - 5 000
ანი კეკუა - მომღერალი - 5 000