ასი ათასზე მეტი ადამიანი უკვე სთხოვს სალომე ზურაბიშვილს, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი - სოფო ჯაფარიძე
„დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე. ყველგან არის ადამიანების რიგი, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი - ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაში ასი ათასზე მეტი ადამიანი აქტიურად ჩაერთო და მათი რიცხვი დღითი დღეს იზრდება.
დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე, ასეთი მდგომარეობა არის ყველგან, მართლაც რიგები დგას ადამიანების შიგნით, გარეთ, ყველგან ასობით ადამიანი ელოდება ხელმოწერას, რომ სთხოვონ სალომე ზურაბიშვილს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მართლაც უპრეცედენტო აქტივობაა და ერთობაა დღეს ჩვენი მოქალაქეების. ასი ათასზე მეტი ადამიანი თითქმის უკვე ჩვენს გვერდზე არის, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და მე მჯერა, რომ გაცილებით მეტი იქნება და დავანახებთ მთელ მსოფლიოს თუ რამდენი ათასი ადამიანი ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.