"უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები" - დანიგანის მიმართვა
აშშ-ს ელჩმა პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მოახლოებულ არჩევნებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროცესი თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა მხარე, ხელისუფლება, ოპოზიცია და მესამე სექტორიც იყოს ჩართული. მან ასევე ცესკოს კეთილდისნდისიერი მუშაობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ხმები გამჭვირვალედ უნდა იყოს დათვლილი.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამზავრება, რათა მესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო, განმეხილა ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებები და მხარი დამეჭირა. ასე რომ, ძალიან მნიშნელოვანი და სამიქნი წელი გაქვთ. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს და ვისაუბრეთ, რომ აშშ მხარს უჭერს თავის გარდამავალ ეტაპზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი , აგრეთვე, ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ყველა თქვეგანი: პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება, განსაკუთრებით კი ცესკო, რომ უზრუნველყოთ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება გამჭვირვალედ დათვლილი და მთლიანად პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, - განაცხადა დანიგანმა.
პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც აშშ-ს ელჩი სიტყვით გამოვიდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს ამ ფორმატში ამერიკელი დიპლომატის და დეპუტატების პირველი შეხვედრა იყო.