ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ივანიშვილზე და სააკაშვილი იქნება თავისუფალი - ლევან ხაბეიშვილი

28.02.24 13:26
 ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ივანიშვილზე და სააკაშვილი იქნება თავისუფალი - ლევან ხაბეიშვილი

„ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას" - ამის შესაებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი.

  • "მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტ სააკაშვილი იქნება თავისუფალი"- ამბობს ხაბეიშვილი. 

ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის, უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნოდ მინიმალურად ობიექტური გარემო, სამართლიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი უნდა იყოს თავისუფალი, იმისთვის რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, იმისთვის რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება ვაგროვებთ ასი ათასზე უფრო მეტ ხელმოწერას და თქვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად რიგები დგას, სადაც ადამიანები ხელს აწერენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტ სააკაშვილი იქნება თავისუფალი.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ " ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში".    

მისი თქმით,  რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს პრეზიდენტ სააკაშვილი, რათა "ხალხის კეთილდღეობას მოემსახუროს". 

"გრძელდება ხელმოწერების შეგროვება. ეს არის ისტორიული უსამართლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ბიუჯეტი გაზარდა ,პენსია გაზარდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა ქვეყანაში იყოს ციხეში გამოკეტილი . შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ძალიან მალე თავისუფლებაზე ,რომ მან  შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ,რომ შემოიტანოს ქვეყანაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ,რომელიც ამ ქვეყანაში შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.  შეძლებს ,რომ ამ ქვეყანაში იყოს უკეთესი ცხოვრება ,ევროპული ცხოვრება,უკეთესი ჯანდაცვა ,განათლება და ყველა ის დაწყებული საქმე ,რომელიც მოემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას ბოლომდე იქნება დაცული.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ   

მსგავსი სიახლეები