"ოცნებამ" პარლამენტში მისულ აშშ-ს ელჩს შტატებთან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები მოსთხოვა

28.02.24 13:41
"ოცნებამ" პარლამენტში მისულ აშშ-ს ელჩს შტატებთან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები მოსთხოვა

"ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის  რიტორიკას აგრძელებს. ხელისუფლებამ დღეს პარლამენტში მისულ აშშ-ს ელჩს შტატებთან უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები მოსთხოვეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ამისთვის მზადაა და ახლა ჯერი სწორედ ამერიკაზეა. 

საქართველოს ყველანაირად არის მოწყობილი ისე, რომ იყოს უსაფრთხო და დაცული და არ იყოს საფრთხე უვიზო რეჟიმის შემთხვევაში. ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯიც გადადგმულია და პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც, ჩვენი მხრიდან არის ყველანაირი მზაობა, ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს თუ იქნება ეს ქართული, რომ ჰქონდეთ მიმოსვლა, ამ სამივე ნაბიჯზე საჭიროა საპსაუხო ნაბიჯების გადმომდგმა აშშ-დან, - თქვა პაპუაშვილმა. 

რობინ დანიგანს "ოცნება" და ოპოზიცია ერთი საათის განმავლობაში პარლამენტში დახურულ ფორმატში ხვდებოდა. ელჩი მოახლოებულ არჩევნებზე  და შეერთებული შტატების მხადაჭერაზე საუბრობდა.

მსგავსი სიახლეები