კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია თავის თავს არ შეამოწმებს - გიორგი ვაშაძე
კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია თავის თავს არ შეამოწმებს, - ასე აფასებს "ტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ოპოზიციის წევრების შემოწმების გადაწყვეტილებას. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ივანიშვილის და საკუთარი ჯიბის ინტერესებს იცავს და ოპონენტების შემოწმებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
აბა, თავის თავს ხომ არ შეამოწმებს ახლა კორუფციაში გათხვრილი ივანიშვილის პარტია? თავიდან ბოლომდე კორუფციაში არიან და ეს არის მთელი შინაარსი მათი მოქმედების. ისინი გამოდიან მხოლოდ ივანიშვილის და საკუთარი ჯიბის ინტერესიდან და არა ხალხის ინტერესიდან, - ამბობს ვაშაძე.
"ოცნების" მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგეგების ნაცვლად რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ფინანსების შემოწმებას გეგმავს. ანგარიშები, გადახდის ქვითრები, შემოსავლები და სუპერ მარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც კი - ყველაფერი კუპრაშვილს უნდა წარუდგინონ. სიაში ის პოლიტიკოსები არიან, ვისი ქონების წარმომავლობის დადგენის მოთხოვნითაც ბიუროს ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა მოითხოვა“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კი დავით ჩიხელიძეა - სუსთან დაახლოებული და "ოცნების" პროპაგანდისტი ე .წ ექპსერტი.