რა არის ამაში გასაკვირი? - რიმა ბერაძე ოპოზიციის დეკლარაციების შემოწმებაზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე ამტკიცებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოპოზიციის დეკლარაციების შემოწმებაში გასაკვრირი არაფერია. დეპუტატი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატის დეკლარაცია მოწმდება და შესაბამისად, ოპონენტებიც უნდა შემოწმდნენ.
კანონი არის ყველასთვის: ჩემთვის, ოპოზიციისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ მოწმდება პარლამენტში ჩემი დეკლარაცია, ნებისმიერი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება თუ არამაჟორიტარი, უნდა შემოწმდეს. 300 ადამიანის, "ქართული ოცნების" თითქმის ყველა დეპუტატის დეკლარაცია მოწმდება. რა არის ამაში გასაკვირი?, - ამბობს რიმა ბერიძე.
"ოცნების" მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციული გარიგეგების ნაცვლად რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ფინანსების შემოწმებას გეგმავს. ანგარიშები, გადახდის ქვითრები, შემოსავლები და სუპერ მარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც კი - ყველაფერი კუპრაშვილს უნდა წარუდგინონ. სიაში ის პოლიტიკოსები არიან, ვისი ქონების წარმომავლობის დადგენის მოთხოვნითაც ბიუროს ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა მოითხოვა“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კი დავით ჩიხელიძეა - სუსთან დაახლოებული და "ოცნების" პროპაგანდისტი ე .წ ექპსერტი.