ღარიბაშვილი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ მის ფოტოებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა

28.02.24 14:16
ღარიბაშვილი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ მის ფოტოებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა

პოლიტიკური რეკლამები "მეტა"ს პლატფორმაზე - უახლესი კვლევის თანახმად ირაკლი ღარიბაშვილი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ მისი ფოტოებს ბიუჯეტიდან აფინანსებდა. 

  • ირკვევა რომ ღარიბაშვილი გიორგობის დღესასწაულსაც კი დასპონსორებული გვერდებიდან გვილოცავდა და ამაში ხალხის ფული იხარჯებოდა.

isfed-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერის მონაცემებს ასახავს, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ძირითადად, დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც  შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს.

აგრეთვე, რეკლამის სახით განთავსდა იმგვარი ღონისძიებების ამსახველი ვიდეოჩართვებიც, რომელთა ხანგრძლივობა ერთ საათს აღემატებოდა. მათ შორისაა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნა გასული წლის 26 ოქტომბერს, 15 დეკემბერს გამართული კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და 18 დეკემბერს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში. სურათების სახით განთავსებულ რეკლამებს შორის იყო ღარიბაშვილის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები და რელიგიური დღესასწაულების მისალოცი ბარათები ფეისბუქზე"- ვკითხილობთ ინფორმაციაში. 

პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერი)  - კვლევა სრულად ნახეთ აქ
 

მსგავსი სიახლეები