ჩარევა მოხდება რუსეთიდან, EU-დან თუ აშშ-დან, ნებისმიერი ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა - პაპუაშვილი
აშშ-ს შეთავაზების პასუხად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს, "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორს ცეცხლს უხსნის. შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია უცხოეთიდან ფინანსდება და ამიტომ, გამორიცხული არ არის, რუსეთის გარდა მოახლოებულ არჩევნებში ჩარევა აშშ-მაც სცადოს. მისი თქმით, რუსული ჩარევები დასავლელი პარტნიორების ჩარევისგან არაფრით განსხვავდება.
როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. ეს ტოლფასია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს არის ტოლფასი საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის. უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, მომდინარეობს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთიდან, ჩარევა მოხდება ევროკავშირის ტერიტორიიდან თუ აშშ-ს ტერიტორიიდან, ნებისმიერის ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის სწორედაც რუსული სტილი, - ამბობს პაპუაშვილი.
რუსულ საფრთხეებზე ქვეყანაში ამერიკის ელჩიც ალაპარაკდა. რობინ დანიგანი დარწმუნებულია, რომ დენზინფორმაციული კამპანიის დასაფინანსებლად, პროპაგანდისთვის და ამოამრჩეველზე გავლენის მოსახდენად რუსეთი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, ამიტომ შტატები საქართველოს დახმარებას სთავაზობს.