ახლა ღარიბაშვილის მამის ამონაწერი მოიტანონ, საიდან იყიდა მრავალათასიანი ფრენა - კობერიძემ ანტიკორუფციულს საკუთარი ხარჯები გადაუგზავნა

28.02.24 17:39
ახლა ღარიბაშვილის მამის ამონაწერი მოიტანონ, საიდან იყიდა მრავალათასიანი ფრენა - კობერიძემ ანტიკორუფციულს საკუთარი ხარჯები გადაუგზავნა

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ანტიკორუფციულ საბჭოს საკუთარი ხარჯები გადაუგზავნა - გადახდის ქვითრები და საბანკო ვალდებულებების მთელი შეკვრა უწყებაში ცოტნე კობერიძემ მიტანა.

საკრებულოს დეპუტატი ახლა რაჟდენ კუპრაშვილისგან ყოფილი პრემიერის კორუფციული გარიგებისა და ჩარტერული ფრენების გამოძიებას ელოდება.

სნიკერს რომ ყიდულობ და კოკა-კოლას რომ ყიდულობ საბანკო ამონაწერში ეგ წერია და რახან ახლა მამას შვილი ჰყავს საკრებულოს წევრი ეს ვალდებულება ჰქონდეს არ მგონია სწორი. თუ გამოძიებაა და ამას მართლა იძიებს ვინმე, მაშინ გამოძიებამ მოითხოვოს. ვინ არის რაჟდენი, რომ ამას ითხოვს. მე ეს არ მგონია სწორი, მაგრამ მაინც მივიტანე, რადგან შემდეგ მქონოდა იმის ხმამაღლა თქმის საშუალება, რომ ახლა თვითონ მომიტანოს ღარიბაშვილის მამის ამონაწერი, საიდან იყიდა მრავალათასიანი ფრენა. მე ჩემი ოჯახის ორი კაპიკის გადახდა-მოტანაც და ყველაფერი მივუტანე. ახლა თავად მანახოს. რაჟდენი ეძებს ჩემს გადასახადს მეტროში და არ მგონია ეს სწორი. თვითმფრინავში ვინ რამდენს იხდის ის ნახოს", - ამბობს კობერიძე.

"ოცნების" მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგეგების ნაცვლად, რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო - ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ფინანსების შემოწმებას გეგმავს.

ანგარიშები, გადახდის ქვითრები, შემოსავლები და სუპერ მარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც კი - ყველაფერი კუპრაშვილს უნდა წარუდგინონ. სიაში ის პოლიტიკოსები არიან, ვისი ქონების წარმომავლობის დადგენის მოთხოვნითაც ბიუროს ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა მოითხოვა“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კი დავით ჩიხელიძეა - სუსთან დაახლოებული და "ოცნების" პროპაგანდისტი ე.წ. ექპსერტი. 

 

მსგავსი სიახლეები