დაპირისპირება სენაკის საკრებულოში - დეპუტატებმა მერიის აუდიტის სამსახური ანგარიშის მოსმენის დროს იჩხუბეს
დაპირისპირება სენაკის საკრებულოში - დეპუტატებმა მერიის აუდიტის სამსახური ანგარიშის მოსმენის დროს იჩხუბეს. კონფლიქტი ენმ-ს მოთხოვნას მოჰყვა. პარტია პასუხების მირებას იმ სამსახურებისგან ითხოვდა, რომელთა საქმიანობაშიც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა.
ოპოზიცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც საუბრობს და ამ მოთხოვნასაც დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა.
ის, რაც ხდება, ეს არ ხდებოდა იმ ბნელ, უკუნით 90-იანებში შევარდნაძის დროს. არის მტაცებლობა ჩვეულებრივი და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა სენაკის მოსახლეობაში შემდეგი რეალობა: ერთი მხარე, ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც არის დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე და ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს და არავისი არ ეშინია და რასაც უნდა, იმას აკეთებს და დანარცენი სენაკი მეორე მხარეს ვართ, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 1 ალტერნატივა ამ ხელისუფლების ხელში - ერთი, ან გავიქცეთ ევროპაში და ვიმუშაოთ მტვირთავებად ან გავხდეთ ნარკომანები, იმიტომ, რომ სენაკი გახდა ნარკომანების ქალაქი, - ამბობს ოპოზიციის წევრი.