შანსი გაქვთ 0, რომ გააჩუმოთ ტვ პირველი - ვატო წერეთელი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე

02.07.21 11:20
შანსი გაქვთ 0, რომ გააჩუმოთ ტვ პირველი - ვატო წერეთელი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ფიქრობს, რომ დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი ტვ პირველის მფლობელის, ავთანდილ წერეთლის,  წინააღმდეგ  ემსახურება მცდელობას, გააჩუმონ კრიტიკულ ტელევიზია ადგილობრივი არჩევნების წინ. ვატო წერეთელი ამბობს, რომ  მას "ოცნება"  მამის ჯანმრთელობით  ევაჭრება.

ერთხელ ატარეს მამა და მევაჭრნენ მისი ჯანმრთელობით და დამთავრდა, როგორც დამთავრდა, კაცი მოხვდა საავადმყოფოში, ეხლა ერთი თვის წინ გაიკეთა უმძიმესი ოპერაცია, თუმცა ადამიანებმა, რომლებიც სულით ჯალათები არიან, გადაწყვიტეს, რომ თაროდან ჩამოიღონ ეს საქმე, იმიტომ, რომ მოდის არჩევნები და მოხდეს დაშანტაჟება ჩემი. თუმცა, "ქართულ ოცნებას" შემიძლია, ვუთხრა - შანსი გაქვთ 0, გამორიცხულია, თქვენ გააჩუმოთ ეს არხი", - ამბობს ვატო წერეთელი.