ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის "აგენტია" - პრეზიდენტის ლანძღვის კამპანიაში "ალტ-ინფო" ერთვება

28.02.24 17:11
ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის "აგენტია" - პრეზიდენტის ლანძღვის კამპანიაში "ალტ-ინფო" ერთვება

პრეზიდენტის ლანძღვის კამპანიაში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად "ალტ ინფოც" ერთვება - პრორუსული დაჯგუფება ზურაშვილს "სპეც  აგენტად" და "ჯაშუშად" აცხადებს. 

რადიკალების გაღიზიანება ლონდონში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას მოჰყვა, სადაც პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ "მარგინალური ჯგუფების დაფინანსების უკან რუსეთის ფედერაცია დგას" და ამ ძალების გააქტიურება დააარსა. 

მორგიშია სალომე ზურაბიშვილს "ოჯახში დაბრუნებისკენ" მოწუოდებს და აფრთხილებს "ნუ ჩაიმწარებს სიბერეს". 

ეგ არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არც არასდროს არ ყოფილა. ის არის უცხო ქვეყნის სპეცაგენტი და ამას არც მალავს თვითონ. როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებზე, რომელიც ჩვენმა სავალალო მთავრობამ აირჩია პრეზიდენტად, იმის განცხადებებზე რაიმე სერიოზული განცხადება გააკეთო. ქალი ასაკშია ეტყობა, რა ვიცი, რაღაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობის. დაუბრუნდეს ოჯახს და მიატოვოს პოლიტიკა. ნუ ჩაიმწარებს სიბერეს. რომელი უცხო ქვეყნის აგენტია, არ ვიცი. საფრანგეთის არის თუ ბურკინასოსი რა მნიშვნელობა აქვს. საქართველოსი რომ არ არის კი ვიცი. ვინ რუსი ტროლები, ბოტები წარმოდგენა არ მაქვს. ამ ბოლო დროს კომედის შოუში მგონია თავი. არ ვიცი, პრორუსულ ჯგუფებს ვის ეძახის. ჩვენ თავს, რა თქმა უნდა, არ მოვიაზრებთ. ჩვენ ვართ ერთადერთი პროქართული ჯგუფი და ამას ცოტახანში ყველანი ნახავთ", - ამბობს მორგოშია.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის, Sky News-ის ეთერში საქართველოში რუსეთის  პოლიტიკურ გავლენებზე ილაპარაკა. 

 პრეზიდენტმა პირველად თქვა რომ მოსკოვი შეეცდება, საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

"მარგინალური ჯგუფების დაფინანსების უკან რუსეთის  ფედერაცია დგას" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-ის ინტერვიუში.

 

მსგავსი სიახლეები