თუ სისხლიანი მაფიოზის, პუტინის დამარცხება გსურთ... - ნავალნაიას მიმართვა ევროპარლამენტში
ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან, თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, უნდა გახდეთ ნოვატორები - ამ სიტყვებით მიმართა ნავალნის ქვრივმა ევროპარლამენტარებს.
ნავალნაიამ ევროპარლამენტებს მკაფიოდ განუცხადა, რომ პუტინს მორიგი რეზოლუციით ან სანქციებით ვერ ავნებენ.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოვისვლისას ნავალნაიამ პირდაპირ მოითხოვა პუტინის პასუხისგებაში მიცემა იმ დანაშაულებებისთის, რომელიც რუსმა დიქტატორმა ჩაიდანა.
"ჩვენ საქმე გვაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. მთავარია, პუტინთან დაახლოებული ხალხი, მისი მეგობრები, თანამოაზრეები და ადამიანები, რომლებიც მაფიის ფულს განაგებენ. თქვენ და ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას. არა დიპლომატიური ნოტები, არამედ გამოძიება ფინანსურ მაქინაციებზე. არა შეშფოთების განცხადებები, არამედ თქვენს ქვეყნებში მაფიის თანამოაზრეების ძიება, გონიერი იურისტებისა და ფინანსისტების, რომლებიც პუტინს და მის მეგობრებს ფულის დამალვაში ეხმარებიან. ამ ბრძოლაში თქვენ გყავთ საიმედო მოკავშირეები - ათობით მილიონი რუსი, რომელიც პუტინის წინააღმდეგია, ომის წინააღმდეგია, მის მიერ მოტანილი ბოროტების წინააღმდეგია. პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩემს ქვეყანას გაუკეთა. პუტინმა უნდა აგოს პასუხი, რაც გაუკეთა მეზობელ მშვიდობიან ქვეყანას. პუტინმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც მან გაუკეთა ალექსეის." აღნიშნა მიმართვის დროს იულია ნავალნაიამ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა. ნავალნის 1-ელ მარტს, მოსკოვში დაკრძალავენ.