პირველი ინტერვიუ "ოცნებასთან" დაახლოებულ ექსპერტთან, რომელმაც ოპოზიციის ფინანსების შემოწმება მოითხოვა

28.02.24 17:28
პირველი ინტერვიუ "ოცნებასთან" დაახლოებულ ექსპერტთან, რომელმაც ოპოზიციის ფინანსების შემოწმება მოითხოვა

რატომ გადაწყვიტა დავით ჩიხელაძემ ოპოზიციის შემოწმება? - პირველი ინტერვიუ ექსპერტთან, რომელმაც რაჟდენ კუპრაშვილს ხელისუფლების ოპონენტების შემოწმება მოსთხოვა. 

ჩიხელაძე "პირველებთან" პირველ განმარტებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ დირექტივა მმართველი პარტიიდან არ მიუღია და პროცესი "ქართული ოცნების" დეპუტატებამდეც მიაღწევს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დარღვევები იპოვა დოკუმენტებში, რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ოპოზიციის შემოწმების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიერ შედგენილ 300-კაციან სიას გაეცნო და მასში ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ვერ აღმოაჩინა.

ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, სხვისკენ როცა იშვერენ ხელს და ტალახს ესვრიან, ამ დროს თვითონ სუფთა უნდა იყოს. ჩამონათვალი შეიცავს  30 კაცამდე. მათი დაახლოებით 90% სწორედ შპს-ში ფლობენ წილებს და არ აქვთ მინდობილობით გადაცემული სხვა პირებთან. გარკვეულ ნაწილს აქვს პარტიისთვის შეწირული გარკვეული თანხა, რომლის წარმომავლობაც არ ფიქსირდება დეკლარაციაში. პარლამენტარებიდან, რომელიც მე ჩავთვალე საჭირო, რაღაც ეჭვი არსებობდა. მე ეს 300 კაციანი სია შევავსე და მივეცი სრულყოფილი ხასიათი. დღეს ანტიკორუფციული ბიურო შეიცავს როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძიების პროცესში ლოგიკურად მივიდოდი მმართველ გუნდამდე. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორ 2+2=4-ს. ერთადერთი ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მე ვარ. ჩემ გარდა რაიმე სახის მითითება, ან რჩევა არ ყოფილა", - ამბობს დავით ჩიხელაძე.

"ოცნების" მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგეგების ნაცვლად, რაჟდენ კუპრაშვილმა ოპოზიციის შემოწმება დაიწყო - ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ფინანსების შემოწმებას გეგმავს.

ანგარიშები, გადახდის ქვითრები, შემოსავლები და სუპერ მარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც კი - ყველაფერი კუპრაშვილს უნდა წარუდგინონ. სიაში ის პოლიტიკოსები არიან, ვისი ქონების წარმომავლობის დადგენის მოთხოვნითაც ბიუროს ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრმა მოითხოვა“. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კი დავით ჩიხელიძეა - სუსთან დაახლოებული და "ოცნების" პროპაგანდისტი ე.წ. ექპსერტი. 

მსგავსი სიახლეები