ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს - ხაბეიშვილი პრაიდზე
,,ენმ"-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ხელისუფლებას უფრო პასუხისიმგებლიანი განცხადებებისკენ მოუწოდებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ძალადობის წახალისება არ უნდა მოხდეს.
სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლება ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს, მათ შორის, მის განცხადებებში, ვიდრე არის. ძალადობრივი ქმედებები ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო იყოს მის ადგილას და რეალურ ღონისძიებებს ატარებდეს, -ამობს ხაბეიშვილი.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის. განცხადებით, როდესაც აქცია შესაძლოა, პროვოკაციის წინაპირობა იყოს, ამგვარი პროვოკაციისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.