რის საფუძველზე გადაწყვიტა ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერის შემოწმება - "პირველებმა" საჩივრის ავტორს მიაკვლია

28.02.24 20:26
რის საფუძველზე გადაწყვიტა ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერის შემოწმება - "პირველებმა" საჩივრის ავტორს მიაკვლია

 

რის საფუძველზე გადაწყვიტა ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერი დეპუტატის შემოწმება - "პირველებმა" დღეს საჩივრის ავტორს მიაკვლია. დავით ჩიხელიძე, რომელიც ყოველთვის იმ დროს ჩნდება საჯარო სივრცეში, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება. სწორედ მისი განცხადება დაედო ოფიციალურად საფუძვლად ოპოზიციონერების შემოსავლების შესწავლას. ახლა კუპრაშვილის ბიურო დეპუტატებისგან მათი ხარჯების და შემოსავლების დეტალურ ანგარიშს ელოდება.  

საბანკო ვალდებულებები, შემოსავლები და სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებიც  - ეს ყველა საბუთი ახლა პოლიტიკოსებმა ანტიკორუფციულ ბიუროში უნდა წარადგინონ. ოპოზიციის დიდი ნაწილი მზად არის სრული ანგარიშის ჩასაბარებლად. თუმცა კითხვები კუპრაშვილის უწყების მიმართ ბევრია. იმ დროს, როდესაც ხელისუფლების პირველი პირების კორუფციულ სკანდალებზე უწყება ხმას აიღებს, ერთი განცხადების საფუძველზე 30 ოპოზიციონერის შემოწმებას იწყებს. ამიტომ დეპუტატები კუპრაშვილს გამოძიების დაწყებას  ღარიბაშვილის და მისი ოჯახის შემოსავლებით ურჩევენ.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.