პუტინის დაფუძნებულ ფორუმს ივანიშვილის სასტუმრო უმასპინძლებს - თბილისში კრემლთან დაახლოებული პროპაგანდისტების მთელი ჯარი ჩამოვა
პუტინის დაფუძნებულ ფორუმს თბილისი და ივანიშვილის სასტუმრო უმასპინძლებს - მალე დედაქალაქში კრემლთან ახლო კავშირში მყოფი პროპაგანდისტების მთელი ჯარი ჩამოვა. სკოლკოვოს ფორუმი, რომელიც 2010 წელს პუტინმა დააფუძნა, მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება. მონაწილეების სრული შემადგენლობა რუსები არიან. კონფერენცია, რომელსაც თბილისი 6-7 მარტს უმასპინძლებს, რუსული სანქცირებული კომპანიების მიერ არის დაფინანსებული.
რა მიზანი დგას ხელოვნური ინტელექტის თემაზე დაგეგმილი ღონისძიების მიღმა? პუტინი ახლა ცდილობს, მის მიერ შექმნილი ფორუმით აჩვენოს მსოფლიოს, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ ქვეყნები, სადაც რუსეთის დელეგაციებს კარს სიხარულით უხსნიან. რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა და რუსული პროპაგანდის წარმოება. ამ მცირე რაოდენობის ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც, რომლის ხელისუფლება კრემლის პროპაგანდებს საზღვარზე თავისუფლად უშვებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.