რეკორდი მოხსნილია - შერიგების მინისტრმა პოლიტიკურ რეკლამებში დახარჯული ფულით პრემიერსაც კი აჯობა

28.02.24 20:20
რეკორდი მოხსნილია - შერიგების მინისტრმა პოლიტიკურ რეკლამებში დახარჯული ფულით პრემიერსაც კი აჯობა

 

შერიგების მინისტრმა პოლიტიკურ რეკლამებში დახარჯული ფულით რეკორდი მოხსნა და პრემიერსაც კი აჯობა - თეა ახვლედიანმა მხოლოდ სამ თვეში ბიუჯეტიდან თითქმის 29 ათასი დოლარი გადაიხადა. რა დაარეკლამა ხალხის ფულით მინისტრმა? სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად იტვირთება უწყების საქმიანობის ამსახველი პოსტები. ხალხის ფულს შერიგების მინისტრი ახალი კამპანიის დაფინანსებისთვისაც იყენებს.

"ოცნების" ექს პრემიერი კი ინსტაგრამზე საკუთარ ფოტოებსაც ხალხის ფულით არეკლამებდა. ღარიბაშვილი მოქალაქეებს რელიგიურ დღესასწაულებს ბიუჯეტის ხარჯზე ულოცავდა. პარტიებს შორის ყველაზე დიდ ფულს რეკლამებში "ქართული ოცნება" იხდის და ეს თანხა წლიდან-წლამდე იზრდება. ყველაზე ხშირად  კი პარტიის გვერდზე მდინარაძისა და კობახიძის განცხადებებს არეკლამებენ. მონაცემები, რომელიც გასაჯაროვდა, აჩენს ეჭვს, რომ ხალხის ინფორმირების ნაცვლად ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს საკუთარი პიარისთვის იყენებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.