არის თუ არა მოსალოდნელი სააკაშვილის ამნისტია - ახალი ინიციატივა პარლამენტში და "ოცნების" ორაზროვანი პოზიცია
დათანხმდება თუ არა "ოცნება" დიდი ამნისტიის ინიციატივას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება მზად არის ოპოზიციის წინადადება განიხილოს. კანონპროექტის მიხედვით 5 ათასმდე პატიმარი ციხეს დატოვებს, დანარჩენებს კი სასჯელი შეუმცირდებათ. პატიმრების გათავისუფლება წინასაარჩევნოდ "ოცნებისთვის" პოლიტიკურად მომგებიანი თემაა, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. თუ ხელისუფლება სამსახურეობრივი უფლებამისილების გადამეტების ბრალდებით გასამართლებულ პირებს სასჯელს გაუნახევრებს, მათ შორის იქნება მიხეილ სააკაშვილიც.
ხელისუფლება ფიქრობს და არ გამორიცხავს კანონპროექტის მხარდაჭერას. როგორც ჩანს პატიმრების ხმები საარჩევნოდ "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია. თუმცა ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად არ იზიარებს "გირჩის" ინიციატივას. "ლელომ" და გახარიას პარტიამ უკვე საჯაროდ თქვეს, რომ დიდი ამნისტია მათთვის მიუღებელია. "ლელოში" ფიქრობენ, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლება საზოგადოებისთვის სახიფათო იქნება. გირჩის კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და მის კანონად ქცევას ახლა მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილება სჭირდება.
გაიზიარებს თუ არა მმართველი გუნდი "გირჩის" წინადადებას - დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.