საქართველოს ევროპული მომავლისთვის თუ არ გავერთიანდებით, მტრის თამაშს ვითამაშებთ - პრეზიდენტი

28.02.24 23:08
საქართველოს ევროპული მომავლისთვის თუ არ გავერთიანდებით, მტრის თამაშს ვითამაშებთ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პოლიტიკურ წრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გაერთიანება და რეკომენდაციებზე ერთობლივად მუშაობა მნიშვენლოვანია.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ახსენა 2024 წლის არჩევნები და განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მომავალი არჩევნები დიდ როლს ითამაშებს.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რაც ძალზე რთულია, რადგან დაარწმუნო პოლიტიკურ ძალები ამაში და მათ შეძლონ გაერთიანება, მარტივი ნამდვილად არ არის.

თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ ვითამაშებთ მტრის თამაშს. შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა და ჟგუფებმა იდეოლოგიები არ გავიზიაროთ ერთამენთის. მაგრამ უნდა გავერთიანდეთ მთავარ საკითხზე და ეს არის ქვეყნის ევროპული გზა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემი პლატფორმა, რომლსი ირგვლივაც ვგეგმავ გაერთიანებას, რადგან ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ რეკომენდაციები შესრულდეს და ამ გზაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნები, რომელიც დიდი როლს ითამაშებს ამ პროცესში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.